არჩეულ მასალაზე გადასვლა

22 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ანგოლა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩოკვე ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩოკვე ენაზე

2024 წლის 13 იანვარს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი უინდერმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩოკვე ენაზე. განცხადება გაკეთდა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ანგოლას ფილიალში. შეხვედრას ადგილზე 187 და-ძმა დაესწრო, 353 427 ადამიანი კი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით უსმენდა პროგრამას. მათ შორის იყო 1 644 ჩოკვეენოვანი და-ძმა.

ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ზამბიაში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი საუბრობს ჩოკვე ენაზე. ამჟამად, ანგოლას ათ ჩოკვეენოვან კრებაში 462 და­-ძმა მსახურობს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 21 ჩოკვეენოვან კრებაში კი – 743 და-ძმა.

ძმა უინდერმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი 237-ჯერ არის მოხსენიებული. ერთმა ძმამ აღნიშნა: „რომაელების 10:13-ში წერია: „ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“, თუმცა ჩოკვე ენაზე თარგმნილ ზოგ ბიბლიაში ეს აზრი გარკვევით არ არის გადმოცემული. ერთი სული მაქვს, როდის გამოვიყენებ მსახურებაში ამ ახალ თარგმანს, რათა ხალხს გარკვევით ავუხსნა, როგორ უკავშირდება ღვთის სახელი გადარჩენას. ეს თარგმანი მართლაც ძვირფასი საჩუქარია იეჰოვასგან!“.

დარწმუნებულები ვართ, ეს გამოცემა ბევრს დაეხმარება გაიგონ იეჰოვას შესახებ და მთელი გულით შეიყვარონ ის (მარკოზი 12:33).