არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 19 სექტემბერი
გაბონი

სპეციალური სამქადაგებლო კამპანია გაბონში

სპეციალური სამქადაგებლო კამპანია გაბონში

2019 წლის 1-ლი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, კამერუნის ფილიალმა ორგანიზება გაუწია გაბონში სამქადაგებლო კამპანიას ისეთ ტერიტორიაზე, სადაც იეჰოვას მოწმეები ხშირად ვერ ქადაგებენ. კამპანიის მიზანი იყო შემდეგ ათ დიდ ქალაქში მცხოვრებ ხალხთან ქადაგება: კულამუტუ, ლამბარენე, ლიბრევილი, მაკოკოუ, მუილა, მოანდა, ოემი, პორტ-ჟანტილი, ტჩიბანგა, ფრანსვილი. ამ კამპანიას საერთაშორისო სახე ჰქონდა მიცემული, რომელშიც 400 მოხალისე ბელგიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან და შეერთებული შტატებიდან იღებდა მონაწილეობას.

გაბონში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დაახლოებით 80 პროცენტი საუბრობს ოფიციალურ ფრანგულ ენაზე; მოსახლეობის 30 პროცენტი საუბრობს ადგილობრივ ფანგ ენაზეც. ამიტომ, კამპანია ორივე ენაზე ჩატარდა.

ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებული ფანგ ენაზე მოსაუბრე ერთი ადამიანი, რომელიც ბისეში (ლიბრევილი) ცხოვრობს, ასეთ რამეს აღნიშნავს: „ცხოვრებაში პირველად მოვისმინე ინფორმაცია ღვთის შესახებ მშობლიურ ენაზე!“

ერთმა დამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კამპანიაში, ამბობს: „ეს კამპანია შესანიშნავი მტკიცებაა იმ სიყვარულისა და ერთიანობის, რაც იეჰოვას ორგანიზაციაში სუფევს. და-ძმები თბილები, სტუმართმოყვარეები, გულუხვები, გამამხნევებლები და მოსიყვარულეები არიან. ეს შემახსენებს პავლეს მიერ ფილიპეს კრებისადმი მიწერილ სიტყვებს, რომ ჩვენ გვაქვს „ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული“ და ვართ ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი (ფილიპელები 2:2).