არჩეულ მასალაზე გადასვლა

იამაიკაზე (მარცხნივ) და პიტსბურგში (მარჯვნივ) გამართული რეგიონული კონგრესი „კვლავაც მოითმინეთ!“.

18 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

პირველი კონგრესი იამაიკურ კრეოლ და პენსილვანიურ გერმანულ ენებზე

პირველი კონგრესი იამაიკურ კრეოლ და პენსილვანიურ გერმანულ ენებზე

2023 წლის ივლისში პირველი რეგიონული კონგრესი ჩატარდა იამაიკურ კრეოლ და პენსილვანიურ გერმანულ ენებზე. ორივე კონგრესს ჯამში თითქმის 2 000 ადამიანი დაესწრო და და-ძმებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარ ენაზე მოესმინათ პროგრამა.

იამაიკური კრეოლი, იამაიკა

დები კონგრესზე მისულ დამსწრეებს ეგებებიან; მათ ხელში უჭირავთ ბანერი, რომელზეც იამაიკურ კრეოლ ენაზე გაკეთებულია შემდეგი წარწერა: „მოგესალმებით!“.

იამაიკაზე ოფიციალური ენა ინგლისურია. თუმცა კუნძულის უმეტეს ნაწილში მოსახლეობა იამაიკურ კრეოლზე საუბრობს. დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან 1 700-ზე მეტი მაუწყებელი ჩავიდა კონგრესზე დასასწრებად, რომელიც 14—16 ივლისს ძველ ნავსადგურში მდებარე მარლის ტექნოლოგიურ პარკში ჩატარდა. ამ კონგრესზე 12 ადამიანი მოინათლა.

და-ძმები ძალიან ბედნიერები იყვნენ, რადგან პირველად მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარ ენაზე მოესმინათ კონგრესის პროგრამა. და ტენეშა გორდონმა აღნიშნა: „როცა თავმჯდომარე სცენაზე ავიდა და ჩვენს ენაზე მოგვესალმა, თვალზე ცრემლი მომადგა. ვერც კი ვიჯერებდი, რომ ჩემს ენაზე ვისმენდი პროგრამას. არ მინდოდა, ეს დღე დასრულებულიყო“.

პენსილვანიური გერმანული, აშშ

კონგრესის დამსწრეები და ბანერი წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პენსილვანიურ გერმანულ ენაზე ჩატარებულ პირველ რეგიონულ კონგრესზე“.

კანადასა და შეერთებულ შტატებში დაახლოებით 400 000 ადამიანი საუბრობს ამ ენაზე. მასზე, ძირითადად, ამიშებისა და მენონიტების დასახლებებში საუბრობენ. კონგრესზე დასასწრებად და-ძმები სხვადასხვა შტატში არსებული ხუთი კრებიდან და ერთი ჯგუფიდან გაემგზავრნენ. 7—9 ივლისს 200-ზე მეტი და-ძმა შეიკრიბა პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ) არსებულ საკონგრესო დარბაზში.

ძმა დეივიდ მილერმა, რომლისთვისაც პენსილვანიური გერმანული მშობლიური ენაა, დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო ბიბლიის შესწავლა ინგლისურ ენაზე. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის მშობლიურ ენაზე კრებებიც ჩატარდებოდა და ერთ დღესაც კონგრესსაც დაესწრებოდა. ის აღნიშნავს: „გასაოცარი დღე იყო! მთლიანად ჩართული ვიყავი პროგრამაში. ძალიან მსიამოვნებდა, ჩემს ენაზე რომ ვისმენდი ყველაფერს“.

ჩვენც ვუერთდებით ჩვენი თანაქრისტიანების სიხარულს და ვემადლიერებით იეჰოვას, რომელმაც გაგვაერთიანა და „სუფთა ენა“ მოგვცა (სოფონია 3:9).