არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 20 აგვისტო
სამხრეთი აფრიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კვანიამა ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კვანიამა ენაზე

2019 წლის 16 აგვისტოს ონდანგვაში (ნამიბია) ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა რეგიონულ კონგრესზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კვანიამა ენაზე. სამხრეთ აფრიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ფრანკო დაგოსტინიმ ბიბლიის გამოცემა კონგრესის პირველივე დღეს გამოაცხადა ონდანგვას სავაჭრო-საგამოფენო დარბაზში.

ერთ-ერთი მთარგმნელი ამბობს: «„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ხალხს ბიბლიის წაკითხვასა და გაგებას გაუადვილებს. და-ძმებს ძალიან გაუხარდებათ იმის დანახვა, რომ ღვთის სახელი ყველგან არის აღდგენილი».

სამხრეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე დაახლოებით 490 კვანიამაენოვანი მაუწყებელია. ეს და-ძმები კვანიამა ენაზე მოსაუბრე ხალხთან ქადაგებენ, რომელთა რიცხვიც, სავარაუდოდ, 1,4 მილიონს შეადგენს. კვანიამაენოვანი ხალხი, ძირითადად, ანგოლასა და ნამიბიაში ცხოვრობს.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ 184 ენაზეა ხელმისაწვდომი. აქედან 25 ბიბლიის გადამუშავებული თარგმანია, რომელთაც საფუძვლად დაედო 2013 წლის ინგლისური გამოცემა. გვიხარია, რომ ამ თარგმანის დახმარებით და-ძმები ბევრ კვანიამაენოვან ადამიანს გაუზიარებენ ბიბლიურ ცნობას (საქმეები 2:37).