არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 128

ბოლომდე მოვითმინოთ

ბოლომდე მოვითმინოთ

(მათე 24:13)

  1. 1. მოთმინებისთვის საფუძველს

    ჩვენ ღვთის სიტყვა გვაძლევს.

    სარწმუნო, ჭეშმარიტია,

    ჩვენს ნდობას იმსახურებს.

    გახსოვდეთ, ღვთის დღე ახლოა,

    მტკიცედ იდექით რწმენით,

    განსაცდელების ატანით

    უფრო დაიხვეწებით.

  2. 2. შეინარჩუნეთ პირველი

    სიყვარული წრფელი.

    გასაჭირს როცა შეხვდებით,

    იყავით მომთმენები.

    შიშს გასაქანი არ მისცეთ

    და არ გქონდეთ ეჭვები.

    თქვენ იეჰოვა დაგიცავთ,

    ახლოს არის ხსნის ღმერთი.

  3. 3. ის გადარჩება, ვინც არის

    ბოლომდე მომთმენი.

    ჩაიწერება სიცოცხლის

    წიგნში მისი სახელი.

    მიზნად დაისახეთ, მუდამ

    ავლენდეთ მოთმინებას.

    მიიღებთ იეჰოვასგან

    სიხარულს და კურთხევას.