არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 20

უძვირფასესი ძე გაიღე

უძვირფასესი ძე გაიღე

(1 იოანე 4:9)

  1. 1. იმედი არ გვქონდა,

    ძვირფასო მამავ, ჩვენ.

    შენ მსხვერპლი გაიღე,

    გამოგვისყიდე!

    ახლა შენ გეკუთვნით

    და სიცოცხლეს გიძღვნით.

    შენს დიად განზრახვებს

    გავაგებინებთ სხვებს.

    (მისამღერი)

    ძე უძვირფასესი

    შენ მსხვერპლად მოგვეცი.

    და გმადლობთ მარადის, რომ

    ძე გაიღე, მოკვდა ჩვენთვის.

  2. 2. შენ ავლენ სიყვარულს

    და შენკენ გვიზიდავ.

    სიკეთით, წყალობით

    დღითი დღე გვხიბლავ.

    თუმცა უფრო ძვირფას,

    საოცარ ძღვენს გვაძლევ,

    ძის დაღვრილი სისხლით

    გვიბოძებ სიცოცხლეს.

    (მისამღერი)

    ძე უძვირფასესი

    შენ მსხვერპლად მოგვეცი.

    და გმადლობთ მარადის, რომ

    ძე გაიღე, მოკვდა ჩვენთვის.

    (დასასრული)

    ჩვენ ლოცვით მოგმართავთ და ერთხმად გიმღერებთ,

    შენ გმადლობთ, ამ დიდ მსხვერპლს არასდროს დაგივიწყებთ.

(იხილეთ აგრეთვე იოან. 3:16; 15:13)