არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 24

ავიდეთ იეჰოვას მთაზე

ავიდეთ იეჰოვას მთაზე

(ესაია 2:2–4)

  1. 1. თვალი აღაპყარით,

    ნახეთ იეჰოვას მთა.

    ახლა ის აღიმართა

    ყველა მთაზე მაღლა.

    ყველა მხრიდან ხალხი

    მოდის და იკრიბება,

    სურთ, ღმერთს დაემორჩილონ,

    და მას სცემენ თაყვანს.

    დადგა დრო და ახლა

    დიდად იქცა პატარა ერი.

    ვასრულებთ ჩვენს მიზნებს

    და ყველას გვაქვს ღვთის კურთხევები.

    დღეს უკვე მოდიან

    ღმერთთან მილიონები,

    დებენ უმწიკვლობის და

    ერთგულების აღთქმას.

  2. 2. ბრძანა იესომ, რომ

    ვამცნოთ ღმერთის სიტყვა სხვას,

    ცნობა მის სამეფოზე

    მივუტანოთ ყველას.

    ქრისტე უკვე მეფობს,

    გვიხმობს ის, მასთან დავდგეთ,

    რომ ღვთის სიტყვას უსმინონ

    ყველგან თავმდაბლებმა.

    უამრავ ხალხს ვხედავთ,

    მისი რიცხობრივი ზრდით ვხარობთ.

    ამიტომ ვიღვაწოთ,

    ღვთის შესახებ ჩვენ ყველას ვამცნოთ.

    მოდი, ვაჩვენოთ ხალხს

    გზა იეჰოვას მთისკენ.

    ყველამ დღეს გადავწყვიტოთ

    მის მთაზე დარჩენა.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 43:3; 99:9; ეს. 60:22; საქ. 16:5)