არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 29

გვსურს, გავამართლოთ ჩვენი წოდება

გვსურს, გავამართლოთ ჩვენი წოდება

(ესაია 43:10–12)

  1. 1. იეჰოვა, მარადიულო ღმერთო,

    ძალას, სიყვარულს სრულყოფილად ფლობ.

    ხარ ყოვლისშემძლე და სამართლიანი,

    ჭეშმარიტების და სიბრძნის წყარო.

    შენ, უზენაესო, მმართველობ ცაში,

    სიხარულს გვგვრის შენი მსახურება.

    (მისამღერი)

    პატივი გვაქვს, რომ ვართ შენი მოწმენი,

    გვსურს, გავამართლოთ ჩვენი წოდება.

  2. 2. გვაერთიანებს შენს ხალხს მსახურება,

    მშვიდობა და ძმური სიყვარული.

    რადგანაც ვამცნობთ შენს ჭეშმარიტებას,

    აღვსილი გვაქვს გული სიხარულით.

    ვატარებთ შენს სახელს და ძლიერ გვსურს, რომ

    გავხადოთ ცხადი შენი დიდება.

    (მისამღერი)

    პატივი გვაქვს, რომ ვართ შენი მოწმენი,

    გვსურს, გავამართლოთ ჩვენი წოდება.

(იხილეთ აგრეთვე კან. 32:4; ფსალმ. 43:3; დან. 2:20, 21)