არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 33

მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

(ფსალმუნი 55)

  1. 1. იეჰოვა, წმინდა ღმერთო,

    ლოცვა ჩემი ისმინე.

    იგრძენი ჩემი ტკივილი,

    შიში დამაძლევინე.

    (მისამღერი)

    შენი ტვირთი, საზრუნავი,

    მიანდე იეჰოვას სრულად.

    ერთგული და ჭეშმარიტი

    ღმერთი დაგიცავს მუდამ.

  2. 2. მტრედივით რომ მქონდეს ფრთები,

    საფრთხეს გავშორდებოდი,

    მოძულეთა ყიჟინისგან

    დაცული ვიქნებოდი.

    (მისამღერი)

    შენი ტვირთი, საზრუნავი,

    მიანდე იეჰოვას სრულად.

    ერთგული და ჭეშმარიტი

    ღმერთი დაგიცავს მუდამ.

  3. 3. იეჰოვა გვანუგეშებს,

    გვაძლევს სიმშვიდეს ულევს,

    სიკეთით და სიყვარულით

    მძიმე ტვირთს გვიმსუბუქებს.

    (მისამღერი)

    შენი ტვირთი, საზრუნავი,

    მიანდე იეჰოვას სრულად.

    ერთგული და ჭეშმარიტი

    ღმერთი დაგიცავს მუდამ.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 22:5; 31:1–24)