არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 94

მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის

მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის

(ფილიპელები 2:16)

  1. 1. გემადლიერებით შენ, იეჰოვა,

    რომ გვაქვს შენი სიტყვით ხელმძღვანელობა.

    შენს შთაგონებულ სიტყვას

    თან მოაქვს სინათლე,

    ცოდნა, თავისუფლება და სიმართლე.

  2. 2. შენი სიტყვა სულის სიღრმეებს აღწევს,

    არკვევს ჩვენი გულის ზრახვებს და აზრებს.

    სრულყოფილ კანონს შენსას

    ჩვენ ნათლად ვხედავთ დღეს,

    შენი პრინციპები ჩვენ გზას გვინათებს.

  3. 3. შენი წმინდა სიტყვით ხალხს მიმართავ შენ.

    წინასწარმეტყველნიც გრძნობდნენ, რასაც ჩვენ.

    დღეს მადლიერი გულით გთხოვთ,

    დაგვეხმარო, რომ

    შენი სიტყვით რწმენა გავიძლიეროთ.