არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 97

ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს

ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს

(მათე 4:4)

  1. 1. იეჰოვას სიტყვას მოაქვს

    ნამდვილი სიცოცხლე.

    მხოლოდ პურით ვერ ვიცოცხლებთ,

    ჩვენი ღვთის ხმას ვისმენთ.

    დღესვე ვგრძნობთ სულის სიმშვიდეს

    და ველით კურთხევებს.

    (მისამღერი)

    ღვთის სიტყვას მოაქვს სიცოცხლე,

    ვიკითხოთ ყოველდღე.

    მასში ვპოვებთ, რაც გვჭირდება,

    ის სულებს გვიცოცხლებს.

  2. 2. ბიბლიიდან ჩვენ ვეცნობით

    ღვთის ერთგულ მსახურებს,

    ძლიერი რწმენის მქონეებს,

    წრფელებს, გაბედულებს.

    განსაცდელს მტკიცედ იტანდნენ,

    რაც ჩვენ დღეს გვამხნევებს.

    (მისამღერი)

    ღვთის სიტყვას მოაქვს სიცოცხლე,

    ვიკითხოთ ყოველდღე.

    მასში ვპოვებთ, რაც გვჭირდება,

    ის სულებს გვიცოცხლებს.

  3. 3. ყოველდღე ღვთის სიტყვის კითხვა

    გვაძლევს ნუგეშს, იმედს.

    როცა ვხვდებით განსაცდელებს,

    ვავლენთ ღვთიურ სიბრძნეს.

    დაე, მუდამ ვაფასებდეთ

    ამ ძვირფას საუნჯეს.

    (მისამღერი)

    ღვთის სიტყვას მოაქვს სიცოცხლე,

    ვიკითხოთ ყოველდღე.

    მასში ვპოვებთ, რაც გვჭირდება,

    ის სულებს გვიცოცხლებს.

(იხილეთ აგრეთვე იეს. 1:8; რომ. 15:4)