სიმღერა 99
უამრავი და-ძმა
-
1. დღეს უამრავ და-ძმას ვხედავთ,
უკვე მილიონებს,
ღვთის მოწმეებს ერთგულებს,
ურყევთ, უმწიკვლოებს.
დღითი დღე ვიზრდებით და
ძლიერი ხალხი ვართ.
ჩვენ ხოტბას ვასხამთ და ვადიდებთ
ღმერთს ყველა ერიდან.
-
2. ღვთის სასიხარულო ცნობას
ვქადაგებთ და-ძმები.
სჭირდებათ მილიონებს
ნუგეში, იმედი.
იესო გვამშვიდებს და
დაღლილთ ძალას გვმატებს.
სირთულეებს არ ვუშინდებით
და კვლავაც ვქადაგებთ.
-
3. ღმერთი ამ უამრავ და-ძმას
დღედაღამ დაგვყურებს,
მიწიერ ეზოებში
უსაფრთხოდ გვამყოფებს.
გვაქვს პატივი, რომ ვიყოთ
ღვთის თანამშრომლები.
სამეფოს შესახებ ვქადაგებთ,
ღმერთს ვემსახურებით.
(იხილეთ აგრეთვე ეს. 52:7; მათ. 11:29; გამოცხ. 7:15)