არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 131

იეჰოვა მხსნელი ღმერთია

იეჰოვა მხსნელი ღმერთია

(2 სამუელი 22:1—8)

1. იეჰოვა, ცოცხალო ღმერთო მარადჟამს,

შენს ძალას ავლენს ცა, დედამიწა და ზღვა.

შენ ვერ შეგედრებიან ცრუ ღმერთები, ვერცერთი;

მტრებს უპირებ აღგვას.

(მისამღერი)

ერთგულებს იხსნის ღმერთი იეჰოვა,

ის მისი მსახურებისთვის მყარი კლდეა,

გაბედულად, ღვთისადმი რწმენით გავაცხადებთ

იეჰოვას, მხსნელი ღვთის დიდებას, მის სახელს.

2. თუ სიკვდილის თოკებით შევიბორკები,

იეჰოვა გთხოვ, რომ მომცე ძალა შენი.

მომისმინე შენი სამყოფელიდან, ტაძრიდან.

ღმერთო დამიხსენი.

(მისამღერი)

ერთგულებს იხსნის ღმერთი იეჰოვა,

ის მისი მსახურებისთვის მყარი კლდეა,

გაბედულად, ღვთისადმი რწმენით გავაცხადებთ

იეჰოვას, მხსნელი ღვთის დიდებას, მის სახელს.

3. ზეციდან დაიქუხებ და გამოსცემ ხმას.

შენს მსახურთ აკურთხებ, მტრებს შიში მოიცავს.

იქცევი, რადაც გსურს იქცე და ყველა იხილავს,

როგორ იხსნი შენს ხალხს.

(მისამღერი)

ერთგულებს იხსნის ღმერთი იეჰოვა,

ის მისი მსახურებისთვის მყარი კლდეა,

გაბედულად, ღვთისადმი რწმენით გავაცხადებთ

იეჰოვას, მხსნელი ღვთის დიდებას, მის სახელს.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 18:1, 2; 144:1, 2)