არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი, ვინც ბოლო დღეებში გადარჩებიან, დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

თქვენ როგორ უპასუხებთ?

  • დიახ

  • არა

  • შესაძლოა

რას ასწავლის ბიბლია?

„ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“ (2 ტიმოთე 3:1). მიმდინარე მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებული ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება ჩვენს დროში სრულდება.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ბოლო დღეებში იქნებოდა ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და მომაკვდინებელი ეპიდემიები (მათე 24:3, 7; ლუკა 21:11).

  • ბოლო დღეებში საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი დეგრადაცია მოხდებოდა (2 ტიმოთე 3:2—5).

რა მომავალი ელის კაცობრიობას?

ზოგის აზრით . . . ბოლო დღეები იმით დასრულდება, რომ დედამიწა და მისი მკვიდრნი განადგურდებიან, თუმცა ზოგი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება. თქვენ რას ფიქრობთ?

რას ასწავლის ბიბლია?

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ბოლო დღეები იმით დასრულდება, რომ ყოველგვარ ბოროტებას ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო (1 იოანე 2:17).

  • დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ესაია 35:1, 6).