არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

4. მეცნიერულად ზუსტი

4. მეცნიერულად ზუსტი

რის საფუძველზე უნდა ვენდოთ ბიბლიას

4. მეცნიერულად ზუსტი

მეცნიერება დიდ პროგრესს განიცდის. ძველი მეცნიერული თეორიები გზას ახალ თეორიებს უთმობს. ის, რაც ერთ დროს რეალობად ითვლებოდა, მითად იქცა. ამიტომ სამეცნიერო სახელმძღვანელოები ხშირად საჭიროებს შესწორებების შეტანას.

ბიბლია არ არის სამეცნიერო სახელმძღვანელო, თუმცა მეცნიერულ საკითხებსაც ეხება. ბიბლია ჩვენს ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ იმით, რაც მასში ჩაიწერა, არამედ იმითაც, რაც არ ჩაიწერა.

არ შეიცავს მეცნიერულად დაუსაბუთებელ შეხედულებებს. ძველად ფართოდ იყო გავრცელებული ბევრი არასწორი შეხედულება. მაგალითად, არსებობდა მოსაზრება, რომ დედამიწა ბრტყელი იყო; იმასაც ამბობდნენ, რომ დედამიწა რაღაც მყარ ნივთიერებებს ან საგნებს ეჭირა. დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეცნიერება შეისწავლიდა დაავადების გავრცელების მიზეზებს და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამის ზომებს მიიღებდა, ექიმებმა ისეთი სამკურნალო მეთოდები შეიმუშავეს, რომელთა გამოყენებასაც უკეთეს შემთხვევაში არანაირი ეფექტი არ ჰქონდა, უარეს შემთხვევაში კი სასიკვდილო შედეგი მოჰყვებოდა. ბიბლიაში 1 100-ზე მეტი თავია და აქედან ვერც ერთ მათგანში ვერ შეხვდებით მეცნიერულად დაუსაბუთებელ შეხედულებებსა თუ არაეფექტურ სამკურნალო მეთოდებს.

მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებები. ჯერ კიდევ 3 500 წლის წინათ ბიბლიაში ჩაიწერა, რომ ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა“ დედამიწა (იობი 26:7). ძვ. წ. VIII საუკუნეში კი ესაიამ „დედამიწის წრე“ მოიხსენია (ესაია 40:22). განა დღეს მეცნიერულად არ არის დასაბუთებული ის ფაქტი, რომ დედამიწა მრგვალია და სივრცეშია დაკიდებული ყოველგვარი საყრდენის გარეშე?!

მოსეს კანონი (ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი), რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1 500 წელს დაიწერა, შეიცავდა მითითებებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ იმ დროს, როცა ვინმეს გადამდები დაავადება აღმოაჩნდებოდა, როცა ვინმე გვამს შეეხებოდა ან კუჭში გავიდოდა (ლევიანები 13:1—5; რიცხვები 19:1—13; კანონი 23:13, 14).

მას შემდეგ, რაც ტელესკოპი ზეცისკენ მიმართეს, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სამყარო უცაბედად წარმოიშვა. მაგრამ ყველა მეცნიერი როდი ეთანხმება ამ მოსაზრებას. ერთმა პროფესორმა აღნიშნა: „სამყაროს თუ ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა არსებობდეს ამის პირველმიზეზი; ვის შეიძლება აზრად მოუვიდეს ის, რომ ასეთი შედეგის მიღწევა ყოველგვარი მიზეზის გარეშეა შესაძლებელი?!“ ტელესკოპების გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ჩაიწერა: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბადება 1:1).

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია უძველესი წიგნია და ბევრ სხვადასხვა თემას ეხება, მეცნიერულად დაუსაბუთებელ შეხედულებებს არ შეიცავს. ნუთუ ასეთი წიგნი * არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?!

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გვერდები 18—21.

[სურათი 8 გვერდზე]

ბიბლიაში დიდი ხნით ადრე იყო ჩაწერილი, რომ დედამიწა მრგვალია და არაფერზე ჰკიდია

[სურათი 8 გვერდზე]

◀ U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./NASA