არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ცვილის დიდი ჩრჩილის სმენის გასაოცარი უნარი

ცვილის დიდი ჩრჩილის სმენის გასაოცარი უნარი

ცვილის დიდ ჩრჩილს გასაოცარი უნარი აქვს. დედამიწის სხვა ქმნილებებთან შედარებით მას შეუძლია აღიქვას ყველაზე მაღალი სიხშირის ბგერები, თუმცა მისი ყურები ქინძისთავისოდენა და საკმაოდ მარტივი აგებულებისაა.

დაფიქრდით: წლებია, რაც ამ ჩრჩილის სმენის უნარი მეცნიერების კვლევის საგნად იქცა. ახლახან სტრატკლაიდის (შოტლანდია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა სხვადასხვა სიხშირის ბგერით ტალღებზე გამოსცადეს მისი სმენის უნარი. ისინი ზომავდნენ ტიმპანალური აპკის რხევის სიხშირეს და იწერდნენ, თუ როგორ რეაგირებდა სმენაზე პასუხისმგებელი ნერვები. ყურის ბარაბანი მაშინაც რეაგირებდა, როცა ბგერითი ტალღების სიხშირე 300 კილოჰერცამდე გაზარდეს. შედარებისთვის: ღამურას შეუძლია აღიქვას 212 კილოჰერცამდე სიხშირის ბგერები, დელფინს 160 კილოჰერცამდე, ხოლო ადამიანს — მაქსიმუმ 20 კილოჰერცამდე.

ცვილის დიდი ჩრჩილის სმენის გასაოცარმა უნარმა შთააგონა მეცნიერები, შექმნან ახალი ტექნოლოგიები. მაგალითად, „ბევრად გაუმჯობესებული პატარა ზომის მიკროფონები. ეს მიკროფონები შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა მოწყობილობებში, კერძოდ, მობილურ ტელეფონებსა და სასმენ აპარატებში“, — აღნიშნავს სტრატკლაიდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმზ უინდმილი.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ცვილის დიდ ჩრჩილს სმენის ასეთი საოცარი უნარი, თუ ეს გონიერი შემოქმედის დამსახურებაა?