არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოროტთა განზრახვა მათივე საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა

ბოროტთა განზრახვა მათივე საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

ბოროტთა განზრახვა მათივე საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ, წყნარ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ შენც ხარ იქ განვითარებული მოვლენების მოწმე. აგრეთვე წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები, რა ხმები გესმის, და ეცადე, გაიზიარო მოქმედ პირთა გრძნობები.

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დანიელის 6:1—28.

შენი აზრით, როგორი კაცი იყო დარიოსი? როგორ გამოიყურებოდა? რა ტონით ლაპარაკობდა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-14, 16, 18, 20 მუხლები)

․․․․․

როგორ აღწერდი ლომების ხაროსა და ლომებს?

․․․․․

წარმოიდგინე, რა მოხდა ლომების ხაროში, როცა იქ დანიელი ჩააგდეს.

․․․․․

კარგად დაფიქრდი.

რატომ შურდათ დანიელის დარიოსის უმაღლეს მოხელეებს? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-3 მუხლი)

․․․․․

რატომ არ ლოცულობდა დანიელი მალულად, თუმცა შეეძლო? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-10, 11 მუხლები)

რატომ შეიძლებოდა მოსწონებოდა დარიოსს შემოთავაზებული კანონი? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-7 მუხლი)

․․․․․

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე.

ამის შემდეგ როგორ მოიქცეოდი, როცა წინააღმდეგობა შეგხვდება?

․․․․․

რატომ არის ლოცვა მნიშვნელოვანი?

როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებზე?

․․․․․

ამ ბიბლიური მონაკვეთიდან რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

․․․․․