არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცდარი შეხედულება 4: ღმერთი სამებაა

მცდარი შეხედულება 4: ღმერთი სამებაა

მცდარი შეხედულება 4: ღმერთი სამებაა

საიდან წარმოიშვა? წიგნში „რწმენა, ღმერთები ადამიანები“ ნათქვამია, რომ სამების დოგმატი შემუშავდა და დამტკიცდა ნიკეის (ახ. წ. 325) და კონსტანტინოპოლის (ახ. წ. 381) საეკლესიო კრებებზე. სახარებაში ეს ტერმინი არაა, მოძღვრება დაამუშავა ორიგენემ (III ს.) (აკაკი გელოვანი, თბილისი, 1990, გვ. 162). «ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სამების დოგმატი IV საუკუნის მეორე ნახევრის გამოგონებაა. ეს ასეც არის . . . დოგმატური ფორმულა „სამპიროვანი ღმერთი“ მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში» (New Catholic Encyclopedia, 1967, ტ. XIV, გვ. 299).

«ნიკეის კრება მოწვეულ იქნა [ახ. წ.] 325 წლის 20 მაისს. კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა კრებას და აქტიურად უძღვებოდა დისკუსიებს. მანვე წამოაყენა წინადადება . . . კრების მიერ მიღებულ სარწმუნოების სიმბოლოში ქრისტეს ღმერთთან დამოკიდებულების განმსაზღვრელი დოგმატის, „ერთარსის“ ჩამატების შესახებ . . . იმპერატორის შიშით ეპისკოპოსებმა, ორის გამოკლებით, თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერეს სარწმუნოების სიმბოლოს» (Encyclopædia Britannica, 1970, ტ. VI, გვ. 386).

რას ამბობს ბიბლია? „მან [სტეფანემ], სულით წმიდით აღვსილმა, ცად აიხედა და იხილა დიდება ღმრთისა, და იესო, ღმრთის მარჯვნივ მდგომი. და თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცათა და ძეს კაცისას, ღმრთის მარჯვნივ მდგომს“ (საქმეები 7:55, 56; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რას ვიგებთ ამ ხილვიდან? ღვთის მოქმედი ძალით აღვსილმა სტეფანემ დაინახა იესო, „ღმრთის მარჯვნივ მდგომი“. აშკარაა, რომ ზეცად ამაღლების შემდეგ იესო არ გამხდარა ღმერთი. ის ღვთისგან ცალკე მდგომი სულიერი არსება იყო. სტეფანეს ღვთის გვერდით მესამე პირი არ დაუნახავს. ერთ-ერთი დომინიკელი მღვდელი, რომელიც სამების დოგმატის ახსნას წმინდა წერილებით ცდილობდა, თავის წიგნში ასეთ დასკვნას აკეთებს: „აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთი სამპიროვანია . . . ახალ აღთქმაში ვერსად შეხვდებით“ (At the Dawn of Christianity—The Birth of Dogmas, მარი-ემილ ბუამარი).

კონსტანტინეს მიერ მხარდაჭერილი დოგმატი იმისთვის იყო გამიზნული, რომ მეოთხე საუკუნის ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას წერტილი დასმოდა. ამან კიდევ ერთი კითხვა წამოჭრა: იყო იესოს დედა მარიამი ღვთისმშობელი?

წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: მათე 26:39; იოანე 14:28; 1 კორინთელები 15:27, 28; კოლოსელები 1:15, 16.

სინამდვილეში:

სამების დოგმატი მხოლოდ მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა

[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]

Museo Bardini, Florence