არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზეციერი ცხოვრება — სიმართლის ძიებაში

ზეციერი ცხოვრება — სიმართლის ძიებაში

ზეციერი ცხოვრება — სიმართლის ძიებაში

ზეციერი ცხოვრების იმედი მართლაც მიმზიდველი ჩანს! ამ იმედს იზიარებენ მუსლიმანები, ინდუსები, ბუდისტები, ქრისტიანები და ისინიც კი, რომლებსაც რელიგია არ აინტერესებთ. ზეცას ხშირად აღწერენ ულამაზეს და სასიამოვნო ადგილად, სადაც ადამიანები შვებას გრძნობენ და გარდაცვლილ ახლობლებს ხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში მოხვედრა ყველას უნდა, არავის უნდა სიკვდილი. რა არის ამის მიზეზი?

თუ იმისთვის გავჩნდით, რომ მოვმკვდარიყავით და ზეცაში წავსულიყავით, განა ამ დროს ისევე მოუთმენლად არ დაველოდებოდით, როგორც ბავშვი ელის გაზრდას, ხოლო ახალგაზრდა — დაქორწინებას?! ერთი რამ ცხადია, უმრავლესობას არ სურს სიკვდილი.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ზეცაში საცხოვრებლად ვართ გაჩენილი და დედამიწა ჩვენთვის მხოლოდ დროებითი სამყოფელია. მაგალითად, ვაშინგტონის ყოფილმა არქიეპისკოპოსმა, თეოდორ ედგარ კარდინალ მაკ-კერიკმა შემდეგი სიტყვები თქვა: „ჩვენ აქ საცხოვრებლად არ ვართ გაჩენილი. ჩვენ ზეცისთვის ვართ შექმნილი“. მსგავსი აზრი გამოთქვა შეერთებული შტატების ევანგელისტთა ეროვნული ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა: „დედამიწაზე იმისთვის ვარსებობთ, რომ ღმერთი განვადიდოთ და ზეცაში წასვლას დაველოდოთ, . . რადგან იქ არის ჩვენი სახლი“.

ხშირად ისინი, რომლებსაც სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავლენ, საკმაოდ მწირ ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხზე. რელიგიური აზრის კვლევითი საზოგადოების პრეზიდენტი ჯორჯ ბარნა აღნიშნავს, რომ მრავალი ადამიანის „შეხედულებებს დედამიწაზე არსებობასა და ზეცაში ცხოვრების გაგრძელების შესახებ საფუძვლად უდევს, მაგალითად ფილმების სიუჟეტი, სიმღერების ტექსტები და ნაწარმოებების შინაარსი“. ფლორიდაში ეპისკოპალური ეკლესიის ერთმა მღვდელმა კი თქვა: „ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ზეცის შესახებ, ვიცით მხოლოდ ის, რომ იქ ღმერთია“.

ღვთის სიტყვაში ზეციერ ცხოვრებაზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება. ბიბლიის მიხედვით, როგორია ზეციერი ცხოვრება? ზეცაში საცხოვრებლად შეიქმნა ადამიანი? თუ ასეა, რას გააკეთებენ იქ ისინი?

[ჩანართი 3 გვერდზე]

რატომ უნდა ბევრს ზეცაში ცხოვრება, მაშინ როცა თითქმის არავის სურს სიკვდილი?