არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Francesco Carta fotografo/Moment via Getty Images

მარტოსული მსოფლიო — რას ამბობს ბიბლია?

მარტოსული მსოფლიო — რას ამბობს ბიბლია?

 ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, a მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი განიცდის მარტოობას.

  •   „სოციალურ იზოლაციას არ გააჩნია არც ასაკი და არც საზღვრები“ (ჩიდო მპემბა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოციალური კავშირების კომისიის თანათავმჯდომარე).

 ბევრი თვლის, რომ თავს მარტოდ მხოლოდ ასაკში შესული ან ცალკე მცხოვრები ადამიანები გრძნობენ. სინამდვილეში ეს გრძნობა შეიძლება ყველას აწუხებდეს, მათ შორის ახალგაზრდებს, ჯანმრთელ, წარმატებულ და დაოჯახებულ ადამიანებსაც. მარტოობის გრძნობამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა.

  •   „მარტოობა არ ნიშნავს უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნას . . . ადამიანებთან ურთიერთობის შეწყვეტა სიცოცხლისთვის ისეთივე სარისკოა, როგორიც, მაგალითად, ყოველდღიურად 15 ღერი სიგარეტის მოწევა“ (ვივეკ მურტი, აშშ-ის მთავარი ქირურგი).

რას ამბობს ბიბლია?

 ჩვენს შემოქმედს არ სურს, რომ გარე სამყაროსგან იზოლირებული ვიყოთ. ღმერთის მიზანი ყოველთვის იყო, რომ ადამიანებს სიამოვნება მიეღოთ ერთმანეთთან ურთიერთობით.

  •   ბიბლიური პრინციპი: „ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა“ (დაბადება 2:18).

 ღმერთის სურვილია, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ის გვპირდება, რომ თუ შევეცდებით მასთან დაახლოებას, ისიც აუცილებლად დაგვიახლოვდება (იაკობი 4:8).

  •   ბიბლიური პრინციპი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3).

 ღმერთის სურვილია, რომ მას სხვებთან ერთად ვცეთ თაყვანი. ეს გვეხმარება, უფრო მეტად შევიგრძნოთ ბედნიერება.

  •   ბიბლიური პრინციპი: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას . . . პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი“ (ებრაელები 10:24, 25).

 წაიკითხეთ სტატია „მარტოობა მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში“ და გაიგეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პრობლემასთან ბრძოლა.

a The Global State of Social Connections, by Meta and Gallup, 2023.