არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი ესაია

თავები

შინაარსი

  • 1

    • მამა და მისი ურჩი ძეები (1—9).

    • იეჰოვას სძულს ფორმალური თაყვანისცემა (10—17).

    • „მოვაგვაროთ საქმეები“ (18—20).

    • სიონს კვლავ „ერთგული ქალაქი“ დაერქმევა (21—31).

  • 2

    • იეჰოვას მთა გორებს ზემოთ აღიმართება (1—5).

      • მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ (4).

    • იეჰოვას დღეს დამცირდებიან ამპარტავნები (6—22).

  • 3

    • იუდას წინამძღოლები გზა-კვალს ურევენ ხალხს (1—15).

    • სიონის კეკლუცი ასულების გასამართლება (16—26).

  • 4

    • შვიდი ქალი ერთ კაცს ჩაებღაუჭება (1).

    • რასაც იეჰოვა აღმოაცენებს, დიდებული იქნება (2—6).

  • 5

    • სიმღერა იეჰოვას ვენახზე (1—7).

    • ვაი იეჰოვას ვენახს (8—24).

    • ღმერთი ურისხდება თავის ხალხს (25—30).

  • 6

    • ხილვაში ესაია ტაძარში მყოფ იეჰოვას ხედავს (1—4).

      • „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა!“ (3).

    • ბაგეგანწმენდილი ესაია (5—7).

    • ესაია დავალებას იღებს (8—10).

      • „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (8).

    • „როდემდე, იეჰოვა?“ (11—13).

  • 7

    • მეფე ახაზისთვის გადასაცემი ცნობა (1—9).

      • შეარ-იაშუბი (3).

    • ნიშნად მოვლენილი ემანუელი (10—17).

    • ორგულობის შედეგები (18—25).

  • 8

    • ასურელთა მოახლოებული თავდასხმა (1—8).

      • მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი (1—4).

    • „ჩვენთანაა ღმერთი!“ (9—17).

    • ესაია და მისი შვილები ნიშნებად არიან ისრაელში (18).

    • კანონს უნდა დაეკითხონ და არა ბოროტ სულებს (19—22).

  • 9

    • სინათლე გამოუბრწყინდება გალილეას (1—7).

      • „მშვიდობის მთავრის“ დაბადება (6, 7).

    • ღვთის ხელი ისრაელის დასაღუპავად არის გაწვდილი (8—21).

  • 10

    • ღმერთს გაწვდილი აქვს ხელი ისრაელის დასაღუპავად (1—4).

    • ასურეთი ღვთის რისხვის კვერთხია (5—11).

    • ასურეთის სასჯელი (12—19).

    • იაკობის შთამომავალთაგან გადარჩენილების დაბრუნება (20—27).

    • ასურეთისთვის გამოტანილი ღვთის განაჩენი (28—34).

  • 11

    • იესეს ძირკვიდან ამოსული ყლორტის სამართლიანი მმართველობა (1—10).

      • „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს“ (6).

      • „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (9).

    • დარჩენილთა შეკრება (11—16).

  • 12

    • სამადლობელი სიმღერა (1—6).

      • „იაჰი, იეჰოვაა, ჩემი ძალა“ (2).

  • 13

    • ბაბილონისთვის გამოტანილი განაჩენი (1—22).

      • „ახლოს არის იეჰოვას დღე!“ (6).

      • მიდიელები დაამხობენ ბაბილონს (17).

      • ბაბილონი არასოდეს დასახლდება (20).

  • 14

    • ისრაელი კვლავ თავის მიწას დაუბრუნდება (1, 2).

    • ბაბილონის მეფე დასაცინი ხდება (3—23).

      • მანათობლის ზეციდან ჩამოვარდნა (12).

    • იეჰოვას ხელი აქვს მოღერებული ასურეთის შესამუსრად (24—27).

    • ფილისტიმისთვის გამოტანილი განაჩენი (28—32).

  • 15

    • მოაბისთვის გამოტანილი განაჩენი (1—9).

  • 16

    • გრძელდება მოაბისთვის გამოტანილი განაჩენის გაცხადება (1—14).

  • 17

    • დამასკოსთვის გამოტანილი განაჩენი (1—11).

    • იეჰოვა გაკიცხავს ერებს (12—14).

  • 18

    • ეთიოპიისთვის გამოტანილი განაჩენი (1—7).

  • 19

    • ეგვიპტისთვის გამოტანილი განაჩენი (1—15).

    • ეგვიპტელები გაიცნობენ იეჰოვას (16—25).

      • იეჰოვას სამსხვერპლო ეგვიპტეში (19).

  • 20

    • გამაფრთხილებელი ნიშანი ეგვიპტისა და ეთიოპიისთვის (1—6).

  • 21

    • ზღვის უდაბნოსთვის გამოტანილი განაჩენი (1—10).

      • გუშაგი საგუშაგო კოშკზე (8).

      • „დაეცა ბაბილონი!“ (9).

    • დუმისთვის და უკაცრიელი ველისთვის გამოტანილი განაჩენი (11—17).

      • „გუშაგო, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ღამე?“ (11).

  • 22

    • „ხილვის ველისთვის“ გამოტანილი განაჩენი (1—14).

    • სახლთუხუცესად შებნას ნაცვლად ელიაკიმი იმსახურებს (15—25).

      • სიმბოლური პალო (23—25).

  • 23

    • ტვიროსისთვის გამოტანილი განაჩენი (1—18).

  • 24

    • იეჰოვა დააცარიელებს ქვეყანას (1—23).

      • იეჰოვა მეფდება სიონში (23).

  • 25

    • ღმერთი უხვად აკურთხებს თავის ხალხს (1—12).

      • იეჰოვა ნადიმს გამართავს საუკეთესო ღვინით (6).

      • სიკვდილი სამუდამოდ მოისპობა (8).

  • 26

    • სიმღერა ნდობასა და ხსნაზე (1—21).

      • „იაჰი, იეჰოვა, კლდეა მარადიულად“ (4).

      • მიწის მკვიდრნი სიმართლეს ისწავლიან (9).

      • „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები“ (19).

      • შიდა ოთახებში დამალვა (20).

  • 27

    • იეჰოვა ბოლოს უღებს ლევიათანს (1).

    • სიმღერა ვენახთან შედარებულ ისრაელზე (2—13).

  • 28

    • ვაი ეფრემის ლოთებს (1—6).

    • იუდას მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს გზა ერევათ (7—13).

    • სიკვდილთან დადებული შეთანხმება (14—22).

      • სიონის ძვირფასი ქვაკუთხედი (16).

      • იეჰოვას უჩვეულო საქმე (21).

    • ხატოვანი ენით აღწერილი იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები (23—29).

  • 29

    • „ვაი არიელს!“ (1—16).

      • იეჰოვა არ იწონებს მხოლოდ ბაგით განდიდებას (13).

    • ყრუები გაიგონებენ და უსინათლოები დაინახავენ (17—24).

  • 30

    • „ფუჭია შველა ეგვიპტელთაგან“ (1—7).

    • ხალხს არ სურს წინასწარმეტყველური ცნობის მოსმენა (8—14).

    • ძალა მინდობაშია (15—17).

    • იეჰოვა წყალობას უყოფს თავის ხალხს (18—26).

      • იეჰოვა დიდებული მოძღვარია (20).

      • „ეს არის გზა!“ (21).

    • იეჰოვა დასჯის ასურეთს (27—33).

  • 31

    • მხოლოდ ღმერთს შეუძლია შველა (1—9).

      • ეგვიპტელთა ცხენები „ხორცია“ (3).

  • 32

    • სიმართლისთვის იმმართველებენ მეფე და მთავრები (1—8).

    • გაფრთხილება თავმომწონე ქალებს (9—14).

    • კურთხევები, რომლებიც ღვთის სულის გადმოსვლას მოჰყვება (15—20).

  • 33

    • ასურელთა განაჩენი და იმედი მართალთათვის (1—24).

      • იეჰოვაა მოსამართლე, კანონმდებელი და მეფე (22).

      • არავინ იტყვის, ავად ვარო (24).

  • 34

    • იეჰოვა შურს იძიებს ერებზე (1—4).

    • ედომის გაპარტახება (5—17).

  • 35

    • აღდგენილი სამოთხე (1—7).

      • უსინათლოებს თვალები აეხილებათ, ყრუები გაიგონებენ (5).

    • „სიწმინდის გზა“ გამოსყიდულთათვის (8—10).

  • 36

    • სინახერიბი იჭრება იუდაში (1—3).

    • რაბშაკე დასცინის იეჰოვას (4—22).

  • 37

    • ხიზკია ესაიას მეშვეობით ღმერთს შესთხოვს შველას (1—7).

    • სინახერიბი ემუქრება იერუსალიმს (8—13).

    • ხიზკიას ლოცვა (14—20).

    • ესაია ღვთის პასუხს გადასცემს ხიზკიას (21—35).

    • ანგელოზი 185 000 ასურელს ავლებს მუსრს (36—38).

  • 38

    • ხიზკიას ავადმყოფობა და გამოჯანმრთელება (1—22).

      • ხიზკიას სამადლობელი სიმღერა (10—20).

  • 39

    • ბაბილონიდან მოსული მაცნეები (1—8).

  • 40

    • ნუგეში ღვთის ხალხისთვის (1—11).

      • ხმა უდაბნოში (3—5).

    • ღვთის სიდიადე (12—31).

      • „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის წვეთს ჰგვანან“ (15).

      • ღმერთი „დედამიწის წრის ზემოთ მკვიდრობს“ (22).

      • ღმერთი სახელით უხმობს თითოეულ ვარსკვლავს (26).

      • ღმერთი არასოდეს იღლება (28).

      • იეჰოვაზე მინდობილები ძალ-ღონეს მოიკრებენ (29—31).

  • 41

    • მზის ამოსავლიდან მომავალი დამპყრობელი (1—7).

    • ისრაელი, ღვთის რჩეული მსახური (8—20).

      • აბრაამი, ღვთის მეგობარი (8).

    • იეჰოვა უპირისპირდება სხვა ღმერთებს (21—29).

  • 42

    • ღვთის მსახური და მისი დავალება (1—9).

      • იეჰოვაა ღვთის სახელი (8).

    • ახალი სიმღერა იეჰოვას განსადიდებლად (10—17).

    • ისრაელი ბრმა და ყრუა (18—25).

  • 43

    • იეჰოვა კრებს თავის ხალხს (1—7).

    • ღმერთები სამსჯავროზე (8—13).

      • „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები“ (10, 12).

    • ბაბილონიდან გათავისუფლება (14—21).

    • „სამსჯავროზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს“ (22—28).

  • 44

    • ღვთის რჩეული ხალხის კურთხევები (1—5).

    • არ არსებობს სხვა ღმერთი იეჰოვას გარდა (6—8).

    • ადამიანთა შექმნილი კერპები უსარგებლოა (9—20).

    • იეჰოვა ისრაელის გამომსყიდველია (21—23).

    • იერუსალიმის აღდგენა კიროსის მეშვეობით (24—28).

  • 45

    • ბაბილონის დასაპყრობად ცხებული კიროსი (1—8).

    • თიხა ვერ შეეკამათება მეთუნეს (9—13).

    • სხვა ერები ქედს იხრიან ისრაელის წინაშე (14—17).

    • ღვთის შემოქმედება და დაპირებები საიმედოა (18—25).

      • დედამიწა დასასახლებლად არის შექმნილი (18).

  • 46

    • ბაბილონელთა კერპებისა და ისრაელის ღმერთის დაპირისპირება (1—13).

      • იეჰოვა წინასწარმეტყველებს მომავალს (10).

      • მტაცებელი ფრინველი მზის ამოსავლიდან (11).

  • 47

    • ბაბილონის დაცემა (1—15).

      • ცის თაყვანისმცემელთა მხილება (13—15).

  • 48

    • ისრაელის გაკიცხვა და განწმენდა (1—11).

    • იეჰოვა ბაბილონის წინააღმდეგ ილაშქრებს (12—16ა).

    • ღმერთი თავის ხალხს მათსავე სასიკეთოდ ასწავლის (16ბ—19).

    • „გამოდით ბაბილონიდან!“ (20—22).

  • 49

    • იეჰოვას მსახურის დავალება (1—12).

      • ერების სინათლე (6).

    • ისრაელის ნუგეში (13—26).

  • 50

    • ისრაელის ცოდვების სავალალო შედეგები (1—3).

    • იეჰოვას მორჩილი მსახური (4—11).

      • სწავლულთა ენა და მომსმენი ყური (4).

  • 51

    • სიონი ედემის ბაღს დაემსგავსება (1—8).

    • სიონს ანუგეშებს მისი ძლევამოსილი შემოქმედი (9—16).

    • იეჰოვას რისხვის სასმისი (17—23).

  • 52

    • გამოიღვიძე, სიონო! (1—12).

      • „მშვენიერია მთებზე მიმავალი მახარობლის ხილვა“ (7).

      • სიონის გუშაგები ერთხმად შესძახიან (8).

      • ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებს, წმინდა უნდა იყოს (11).

    • იეჰოვას მსახური აღზევდება (13—15).

      • დამახინჯებული შესახედაობის მსახური (14).

  • 53

    • იეჰოვას მსახურის ტანჯვა, სიკვდილი და დამარხვა (1—12).

      • იეჰოვას მსახურს ითვალწუნებენ და თვალს არიდებენ (3).

      • საკუთარ თავზე იღებს სნეულებებს და იტვირთავს ტკივილებს (4).

      • მიჰყავთ დასაკლავი ცხვარივით (7).

      • „მან მრავალთა ცოდვა იტვირთა“ (12).

  • 54

    • უშვილო სიონს მრავალი ვაჟი ეყოლება (1—17).

      • იეჰოვა სიონის ქმარია (5).

      • სიონის ვაჟები იეჰოვას მიერ განისწავლებიან (13).

      • სიონის წინააღმდეგ არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული (17).

  • 55

    • ღმერთი იწვევს ხალხს, რომ უსასყიდლოდ ჭამონ და სვან (1—5).

    • ეძებეთ იეჰოვა; მისი პირიდან გამოსული სიტყვები სანდოა (6—13).

      • ღვთის გზები ადამიანის გზებზე მაღლაა (8, 9).

      • ღვთის სიტყვა უსათუოდ შესრულდება (10, 11).

  • 56

    • ღმერთი აკურთხებს უცხოტომელებსა და საჭურისებს (1—8).

      • ღვთის ტაძარი ყველა ხალხის სამლოცველო გახდება (7).

    • ბრმა გუშაგები, უტყვი ძაღლები (9—12).

  • 57

    • მართლებისა და ერთგულების დაღუპვა (1, 2).

    • ისრაელი სულიერ მეძაობაშია მხილებული (3—13).

    • ჩაგრულთა ნუგეში (14—21).

      • ბოროტები აღელვებულ ზღვას ჰგვანან (20).

      • „არ არის მშვიდობა ბოროტთათვის“ (21).

  • 58

    • ღვთისთვის მისაღები და მიუღებელი მარხვა (1—12).

    • შაბათს უწოდებ საამოს (13, 14).

  • 59

    • ისრაელი ცოდვებმა ღმერთს ჩამოაშორა (1—8).

    • ცოდვების აღიარება (9—15ა).

    • იეჰოვა მომნანიებელთა გულისთვის ამოქმედდება (15ბ—21).

  • 60

    • იეჰოვას დიდება ანათებს სიონზე (1—22).

      • „მტრედებივით მოფრინავენ სამტრედეებისკენ“ (8).

      • „სპილენძის ნაცვლად ოქროს შემოვიტან“ (17).

      • „მცირე ათასად გადაიქცევა“ (22).

  • 61

    • ცხებული სასიხარულო ცნობის საუწყებლად (1—11).

      • იეჰოვას წყალობის წელიწადი (2).

      • „სიმართლის დიდი ხეები“ (3).

      • უცხოტომელები მოდიან დასახმარებლად (5).

      • იეჰოვას მღვდლები (6).

  • 62

    • სიონის ახალი სახელი (1—12).

  • 63

    • იეჰოვა შურს იძიებს ერებზე (1—6).

    • იეჰოვას ურყევი სიყვარული (7—14).

    • სინანულის ლოცვა (15—19).

  • 64

    • გრძელდება სინანულის ლოცვა (1—12).

      • იეჰოვაა ჩვენი მეთუნე (8).

  • 65

    • იეჰოვა მსჯავრს სდებს კერპთაყვანისმცემლებს (1—16).

      • იღბლისა და ბედისწერის ღმერთები (11).

      • „ჩემი მსახურები შეჭამენ“ (13).

    • ახალი ცა და ახალი დედამიწა (17—25).

      • ააშენებენ სახლებს, ჩაყრიან ვაზს (21).

      • „ტყუილუბრალოდ არ გაირჯებიან“ (23).

  • 66

    • ცრუ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (1—6).

    • სიონი და მისი ვაჟები (7—17).

    • ხალხი იერუსალიმში თაყვანსაცემად იკრიბება (18—24).