იობი 34:1—37

  • ელიჰუ ამტკიცებს, რომ იეჰოვას გზები სამართლიანია (1—37).

    • იობის თქმით, ღმერთმა მას სამართალი დაუკავა (5).

    • ღვთისგან შორსაა ბოროტება (10).

    • იობს საკმარისი ცოდნა არა აქვს (35).

34  ელიჰუმ განაგრძო:  «მომისმინეთ, ბრძენნო,ყური დამიგდეთ, მცოდნენო,   რადგან სიტყვებს ყური არჩევს,საჭმლის გემოს — ენა*.   მოდი განვსაჯოთ, რა არის სწორიდა განვსაზღვროთ, რა არის კარგი,   რადგან იობმა თქვა: „მე მართალი ვარ,+თუმცა ღმერთმა დამიკავა სამართალი;+   ვიცრუო და ვთქვა, რომ არ ვიმსახურებ გამართლებას?! არ შუშდება ჩემი ჭრილობა, თუმცა უდანაშაულო ვარ“.+   ვინაა იობის მსგავსი,წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?!   სიავის მქნელთადა ბოროტთა გარემოცვაშია;+   ამიტომაც თქვა, რას არგებს კაცს,ღმერთს თუ აამებსო.+ 10  გონიერნო, ყური დამიგდეთ: შორს არის ღვთისგან ბოროტება+და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!+ 11  იგი ადამიანს მისი ნამოქმედარისამებრ მიუზღავს,+მისი გზისამებრ მიაგებს. 12  არ იქმს ღმერთი ბოროტებას,+არ ამრუდებს ყოვლისშემძლე სამართალს!+ 13  ვინ ჩააბარა მას დედამიწა?!ან ვინ დააყენა ის ქვეყნიერების გამგებლად?! 14  ვისაც ის დაუპირისპირდება,ვისაც სულსა* და სუნთქვას წაართმევს,+ 15  ყველა ერთიანად ამოწყდება,ყველა მტვერს დაუბრუნდება.+ 16  გონიერი კაცი ხარ და მომისმინე,ყური დამიგდე. 17  განა იხელმწიფებს ის, ვისაც სამართალი სძულს?!დასდებ ბრალს ძალაუფლების მქონეს, რომელიც მართალია?! 18  ეტყვი მეფეს, არაფრის მაქნისი ხარო?! ან დიდებულს — ბოროტი ხარო?!+ 19  ღმერთი მიკერძოებას არ იჩენს მთავრების მიმართდა მდიდარს ღარიბზე მაღლა არ აყენებს,+რადგან ყველა მისი შექმნილია;+ 20  უცაბედად იხოცებიან+ შუაღამისას;+ცახცახებენ და ბოლო ეღებათ; ძლიერებიც კი კვდებიან, ოღონდ ადამიანის ხელით არა,+ 21  ვინაიდან ღმერთი დაჰყურებს ადამიანის გზას,+და მის ყოველ ნაბიჯს ხედავს. 22  არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი,სადაც სიავის მქნელნი დაიმალებიან;+ 23  ამიტომ ღმერთს არცერთი ადამიანისთვის არ დაუნიშნავს დრო,რომ მის წინაშე გასასამართლებლად წარდგეს. 24  გამოძიების გარეშე მუსრავს ძლიერთდა მათ ადგილზე სხვებს აყენებს,+ 25  ვინაიდან იცის, რასაც სჩადიან;+ამხობს მათ ღამით, და ნადგურდებიან.+ 26  ურტყამს მათ თავიანთი ბოროტების გამო,ყველას დასანახად,+ 27  ვინაიდან აღარ მიჰყვებიან მას,+მის გზებს არაფრად აგდებენ.+ 28  მათ ხელში საწყლები საშველად ღმერთს უხმობენ,და ისიც ისმენს ჩაგრულთა ღაღადს.+ 29  თუ ღმერთი დუმს, ვინ დაადანაშაულებს მას?! თუ სახეს იფარავს, ვინ იხილავს მას?! სულერთია, ერი იქნება თუ კაცი; 30  ვერ იმეფებს უღვთო+და ვერ დაუგებს ხალხს მახეს. 31  შენ ღმერთს ეუბნები:დავისაჯე, თუმცა დანაშაული არ ჩამიდენიაო.+ 32  დამანახე, რაც მე ვერ დავინახე;და, თუ რამე ჩავიდინე, აღარ გავიმეორებო. 33  განა შენი სურვილისამებრ მოგექცევა,როცა მის სამართალს უგულებელყოფ?! ეს შენი არჩევანია და არა ჩემი. თუ რამე იცი, აბა მითხარი. 34  გონიერნიცდა ბრძენნიც, რომელნიც მისმენენ, მეტყვიან, 35  არ იცის იობმა, რას ლაპარაკობს+და მის სიტყვებში გამჭრიახობა არ ჩანსო. 36  ბოლომდე გამოიცადოს იობი*,რადგან ბოროტთა მსგავსად ლაპარაკობს. 37  თავის ცოდვას ურჩობას ამატებს;+ჩვენ თვალწინ ხელს ხელზე ურტყამს დამცინავადდა ბევრს ლაპარაკობს ღვთის წინააღმდეგ».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „სასა“.
ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „მამა, გამოიცადოს იობი“.