არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავიბრუნებ მეგობარს

დავიბრუნებ მეგობარს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. გონებაში ვატრიალებ

    იმ წუთებს და ეს მამძიმებს.

    დრო გავიდა,

    თუმც ეს გრძნობა

    არ გაქრა და

    ის თითქოს ყველგან დამყვება.

    (მისამღერი)

    სულ ასე ვერ გაგრძელდება,

    ნაბიჯი უნდა გადავდგა.

    ვივიწყებ მომხდარს, რომ ისევ

    ახლოს ვიყოთ, ვიმეგობროთ.

  2. 2. გულის ტკენას თუ შეცდომას

    ვაპატიებ, დავხუჭავ თვალს.

    კარგად ვიცი, ჩემი ღმერთი

    უზომოდ ბევრს მპატიობს,

    ვუყვარვარ გულით.

    (მისამღერი)

    სულ ასე ვერ გაგრძელდება,

    ნაბიჯი უნდა გადავდგა.

    ვივიწყებ მომხდარს, რომ ისევ

    ახლოს ვიყოთ, ვიმეგობროთ.

    (ხიდი)

    მივბაძავ ჩემს ღმერთს,

    გადავდგამ მე პირველ ნაბიჯს.

    დროს აღარ დავკარგავ,

    მოგვარდება ყველაფერი.

  3. 3. ღმერთს ვუყვარვართ,

    ძვირფასნი ვართ.

    მას უნდა კვლავ ახლოს ვიყოთ.

    ამ მძიმე ტვირთს მოვიშორებ,

    ვაპატიებ და მეგობარს დავიბრუნებ.

    (მისამღერი)

    სულ ასე ვერ გაგრძელდება,

    ნაბიჯი უნდა გადავდგა.

    ვივიწყებ მომხდარს, რომ ისევ

    ახლოს ვიყოთ, ვიმეგობროთ.