არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა მუდამ ჩვენ გვერდით დგას

იეჰოვა მუდამ ჩვენ გვერდით დგას

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. ზოგჯერ შიში მიპყრობდა,

    ქვეყნიერება არ მინდობდა.

    და მეც ვეძებდი სამალავს.

    ახლა მაღლა ვწევ მე თავს.

    მან მითხრა, რომ ის დამიცავს,

    და რომ სრულად ვენდო მას,

    ვიცი, რომ ვუყვარვარ.

    (მისამღერი)

    როცა ვიყავ

    სუსტი, მე განმამტკიცა მან,

    მომცა გაბედულება,

    გამამხნევა მწუხრის ჟამს.

    ფეხზე დამაყენა,

    სვლა შემაძლებინა.

    მას მივენდობი მარადჟამს.

    ჩემ გვერდით იეჰოვა დგას.

    გზას მინათებს

    და მანახვებს,

    რომ სწორია გზა ღვთის.

    ხელს ჩამჭიდებს,

    გამაგებინებს,

    რომ მსხვერპლზე წასვლა ღირს.

  2. 2. მარტო არ ხარ შენ

    არასოდეს, იცოდე.

    ის გვერდით გყავს.

    ხელში აგიყვანს,

    როცა დარდი, სევდა აგიტანს.

    ის გაგაძლიერებს.

    (მისამღერი)

    სუსტს შენ ღმერთი

    გაგხდის დღეს გაბედულს და მხნეს.

    მოგცემს ძალას, სიმტკიცეს.

    გაგამხნევებს მწუხრის ჟამს.

    ფეხზე დაგაყენებს,

    სვლას შეგაძლებინებს.

    მას მიენდობი მარადჟამს.

    ჩვენ გვერდით იეჰოვა დგას

    მუდამ, მუდამ.

    ჩვენ გვერდით იეჰოვა დგას.

    ის გზას ჩვენ გვინათებს

    და გვანახვებს,

    რომ სწორია გზა ღვთის.

    ჩვენ გვერდით იეჰოვა დგას.

    ხელს ჩაგვჭიდებს,

    გაგვაგებინებს,

    რომ მსხვერპლზე წასვლა ღირს.

    (მისამღერი)

    სუსტს ღმერთმა

    მომცა მე გაბედულება,

    მომცა სიმტკიცე, ძალა,

    გამამხნევა მწუხრის ჟამს.

    ფეხზე დამაყენა,

    სვლა შემაძლებინა.

    მას მივენდობი მარადჟამს.

    ჩვენ გვერდით იეჰოვა დგას.

    მუდამ, მუდამ.

    ჩვენ გვერდით იეჰოვა დგას.

    მუდამ, მუდამ.

    ჩვენ გვერდით იეჰოვა დგას.