არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲥᲐᲝᲡᲨᲘᲐ

3 | გაამყარეთ ურთიერთობები

3 | გაამყარეთ ურთიერთობები

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ:

რაც დრო გადის, მსოფლიოში მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, რასაც ხშირად ადამიანური ურთიერთობები ეწირება.

  • ზოგი მეგობრებს ერიყება და საკუთარ თავში იკეტება.

  • მეუღლეები უხეშად ექცევიან ერთმანეთს.

  • მშობლებს უყურადღებოდ რჩებათ შვილების გრძნობები თუ განცდები.

რა უნდა იცოდეთ:

  • მეგობრების მხარში დგომა ემოციურ სტაბილურობას გვინარჩუნებს, რაც თავის მხრივ, კარგად აისახება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

  • დღევანდელ ქაოსურ მსოფლიოში ოჯახები ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან.

  • ახალი ამბებიდან გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა ბავშვებზე იმაზე ცუდად აისახება, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

რა უნდა გააკეთოთ:

ბიბლიაში ნათქვამია: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

მეგობრები გასაჭირში გვეხიდებიან და პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევენ. იმის ცოდნა, რომ ვიღაცას უყვარხართ და აღელვებს თქვენი მდგომარეობა, დაგეხმარებათ, თავი გაართვათ ყოველდღიურ სირთულეებს.