არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

ამერიკა ყურადღების ცენტრში

ამერიკა ყურადღების ცენტრში

დასავლეთ ნახევარსფეროში მოქცეულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები, რომლებსაც მედია საშუალებები აშუქებენ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიბლიური სიბრძნე დღემდე პრაქტიკულია.

სტრესის შემცირების ერთ-ერთი საშუალება

როგორც ვანკუვერში (კანადა) ჩატარებული კვლევიდან გამოჩნდა, ადამიანებს ნაკლები სტრესი ექნებათ, თუ შეტყობინებებს დღეში სამჯერ შეამოწმებენ და არა წამდაუწუმ. ამ კვლევის ავტორი კოსტედინ კუშლევი თავის მოსაზრებას გვიზიარებს: „ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას და ყოველ წუთში ამოწმებს შეტყობინებებს, არადა სინამდვილეში, თუ ამ ცდუნებას დაძლევენ, შედარებით ნაკლები სტრესი ექნებათ“.

დაფიქრდით: ჩვენ ვცხოვრობთ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შევიმციროთ სტრესი (2 ტიმოთე 3:1).

თევზის მარაგი ივსება

როგორც ველური ბუნების დაცვის საზოგადოება იუწყება, არსებობს დასაბუთებული ფაქტები, რომ კარიბის ზღვის აუზის იმ ქვეყნებში, მათ შორის ბელიზში, სადაც აკრძალულია თევზჭერა, საგრძნობლად იმატა ზღვის კიბოების, მოლუსკებისა და თევზების რაოდენობამ. ზემოხსენებული საზოგადოების ცნობით, „სარეწაო თევზის მარაგის ნაწილობრივ შევსებას იქ, სადაც თევზაობა ნებადართული არ არის, შესაძლოა, სულ მცირე, 1—6 წელი დასჭირდეს . . . სრულ აღდგენას კი — ათწლეულები“. ბუნების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ჯანეტ გიბსონი ბელიზთან დაკავშირებით აღნიშნავს: „აშკარაა, რომ ზოგიერთ ადგილას თევზჭერის აკრძალვა ხელს უწყობს ამ ქვეყანაში თევზით მდიდარი ადგილების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას“.

დაფიქრდით: ის ფაქტი, რომ ბუნებას აქვს თვითაღდგენის უნარი, მოწმობს იმაზე, რომ ბრძენი შემოქმედი გვყავს? (ფსალმუნი 104:24, 25).

ძალადობა ბრაზილიაში

ბრაზილიის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ქვეყანაში იმატა ძალადობის ფაქტებმა. 2012 წელს 56 000-ზე მეტი მკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ექსპერტი ლუის საპორი, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, თვლის, რომ მკვლელობათა რიცხვის ზრდა ზნეობრივ დაკნინებაზე მეტყველებს. მას შემდეგ, რაც ხალხმა პატივისცემა დაკარგა ცივილიზებულ საზოგადოებაში შექმნილი კანონებისადმი, „მათ ძალის ბოროტად გამოყენება დაიწყეს და თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად უკიდურეს სისასტიკეს მიმართავენ“, — დასძენს ლუის საპორი.

იცოდით თუ არა? ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა დრო, როცა მრავალს გაუნელდებოდა სიყვარული და გამრავლდებოდა უკანონობა (მათე 24:3, 12).