არჩეულ მასალაზე გადასვლა

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ, რადგან ღმერთს აღელვებს თავისი ერთგული მსახურების მდგომარეობა, რომლებიც ავადმყოფობენ. ასეთებზე ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე“ (ფსალმუნი 41:3). თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ, ქვემოთ მოცემული სამი რჩევა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

  1.   ღმერთს ლოცვაში სთხოვეთ ძალა, რომ შეძლოთ მოთმენა. თუ ილოცებთ, დაგეუფლებათ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“; ის შეგიმსუბუქებთ საწუხარს და დაგიცავთ (ფილიპელები 4:6, 7).

  2.   დადებითზე იფიქრეთ. ბიბლია გვირჩევს: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22). ისწავლეთ, იუმორით შეხედოთ ბევრ რამეს. ეს გადაგატანინებთ რთულ პერიოდს და, ამავე დროს, ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.

  3.   გქონდეთ მომავლის იმედი. თუ მომავლის იმედი გექნებათ, ქრონიკული ავადმყოფობის მიუხედავად სიხარულს არ დაკარგავთ (რომაელები 12:12). ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, როცა „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ღმერთი განკურნავს ყველა ავადმყოფს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ტანჯავთ და მათ წინაშე დღეს მედიცინა უძლურია. ბიბლიაში აღწერილია გაახალგაზრდავების პროცესი: „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობი 33:25).

 შენიშვნა: იეჰოვას მოწმეები მართლაც უდიდეს დახმარებას იღებენ ღვთისგან, მაგრამ ისინი არც სამედიცინო მკურნალობაზე ამბობენ უარს, როცა მათ ქრონიკული დაავადება ტანჯავთ (მარკოზი 2:17). თუმცა, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, რადგან თითოეულმა პირადად უნდა გააკეთოს არჩევანი ამ საკითხში.