არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ

დასაკრავი სიის გამოყენება

დასაკრავი სიის გამოყენება

განყოფილებაში „პირადი შესწავლა“ შესაძლებელია, შექმნათ დასაკრავი სია ვიდეოებისთვის, აუდიოჩანაწერებისთვის და სურათებისთვის. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ:

  • შექმნათ დასაკრავი სია თქვენი საყვარელი სიმღერებისთვის.

  • თავი მოუყაროთ მსახურებაში დამხმარე ვიდეოებსა და სურათებს.

  • შექმნათ იმ სურათების სია, რომელსაც მოხსენების დროს გამოიყენებთ და გაუზიაროთ აუდიო-ვიდეო მომსახურებაზე პასუხისმგებელ ძმებს.

 დასაკრავი სიის შექმნა და მართვა

 დასაკრავ სიაში ცვლილებების შეტანა

 დასაკრავი სიის გაზიარება

 კლავიატურის „შორთქათები“

 დასაკრავი სიის შექმნა და მართვა

დასაკრავი სიის შექმნა

  1. გადადით განყოფილებაში პირადი შესწავლა > დასაკრავი სია.

  2. დააჭირეთ ღილაკს დასაკრავი სიის დამატება.

  3. აირჩიეთ დასაკრავი სიის შექმნა ან დასაკრავი სიის შეიმპორტება.

    • დასაკრავი სიის შექმნა: დაარქვით სახელი და დააჭირეთ ღილაკს შექმნა.

    • დასაკრავი სიის შეიმპორტება: თქვენს მოწყობილობაში აირჩიეთ შესაბამისი ფაილი და შეაიმპორტეთ არსებულ დასაკრავ სიაში.

დასაკრავ სიაში ფაილების დამატება

აპლიკაციაში არსებული ვიდეოები, მუსიკები და სხვა აუდიოჩანაწერები

  1. ფაილის სიაში დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს მეტი.

  2. დააჭირეთ ღილაკს სიაში დამატება.

  3. აირჩიეთ არსებული სია ან შექმენით ახალი.

აპლიკაციაში არსებული სურათები

  1. აირჩიეთ სურათი.

  2. დააჭირეთ ღილაკს სიაში დამატება.

  3. აირჩიეთ არსებული სია ან შექმენით ახალი.

ფაილების შეიმპორტება

დასაკრავ სიაში შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ვიდეო, აუდიოჩანაწერი და სურათი.

  1. გადადით დასაკრავი სიის გვერდზე.

  2. გახსენით არსებული სია.

  3. დააჭირეთ ღილაკს ფაილის გადმოტანა.

  4. თქვენს მოწყობილობაში აირჩიეთ შესაბამისი ფაილი და შეაიმპორტეთ.

 დასაკრავ სიაში ცვლილებების შეტანა

გადარქმევა

დასაკრავი სიის სახელის გადარქმევა.

  • დასაკრავი სიის გვერდზე აირჩიეთ კონკრეტული სია, დააჭირეთ ღილაკს მეტი და აირჩიეთ გადარქმევა.

  • დასაკრავ სიაში დააჭირეთ ღილაკს გადარქმევა.

დასაკრავი სიაში არსებული ფაილის სახელის გადარქმევა:

  1. დააჭირეთ ღილაკს მეტი.

  2. აირჩიეთ გადარქმევა.

ფაილების განლაგება

  • დააჭირეთ ფაილს დიდხანს და შეუცვალეთ ადგილი.

შეცვალეთ ჩართვის მეთოდი

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ჩართვის ნაგულისხმევი მეთოდი და აირჩიოთ ჩართვა ან დაპაუზება.

შეცვალეთ ნაგულისხმევი მეთოდის დასასრული

დასაკრავი სიის დასრულების შემდეგი მოქმედების შესაცვლელად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

  1. დააჭირეთ ღილაკს მეთოდის დასასრული.

  2. აირჩიეთ სხვა მოქმედება.

ნაგულისხმევი მეთოდში იგულისხმება გაგრძელება. მის შესაცვლელად შედით პარამეტრებში.

მოქმედება

შედეგი

გაგრძელება

ჩაირთვება შემდეგი ფაილი.

გამორთვა

გამოირთვება ფაილები.

დაპაუზება

როგორც კი დასრულდება გაშვებული ფაილი, აღარ ჩაირთვება მომდევნო.

გამეორება

გამეორდება იგივე ფაილი.

 დასაკრავი სიის გაზიარება

თქვენ შეგიძლიათ დასაკრავი სია სხვებს გაუზიაროთ.

  • დასაკრავი სიის გვერდზე აირჩიეთ კონკრეტული სია, დააჭირეთ ღილაკს მეტი და აირჩიეთ გაზიარება.

  • დასაკრავ სიაში დააჭირეთ ღილაკს გაზიარება და აირჩიეთ გაზიარების მეთოდი.

 კლავიატურის „შორთქათები“

თქვენ შეგიძლიათ კლავიატურის მეშვეობით აკონტროლოთ დასაკრავი სიის ფაილები.

Windows

macOS

წინა ფაილი

Page Up

Function-Up Arrow

მომდევნო ფაილი

Page Down

Function-Down Arrow