არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბიბლიოთეკა

დამატებითი ფუნქციების გამოყენება iOS-თვის

დამატებითი ფუნქციების გამოყენება iOS-თვის

JW ბიბლიოთეკას აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც აადვილებს კითხვას. ამ ფუნქციების პოვნა შეგიძლიათ ბიბლიის ან სტატიის კითხვისას ეკრანის ზემოთ მოცემულ სანავიგაციო ველში.

იმისათვის, რომ გამოიყენოთ სანავიგაციო ველში მოცემული ფუნქციები, დააჭირეთ დამატებითი ფუნქციებისთვის განკუთვნილ სამ წერტილს.

მიჰყევით შემდეგ მითითებებს, რომ გაიადვილოთ კითხვა:

 ენები

კითხვისას, შეგიძლიათ შეცვალოთ პუბლიკაციის ენა.

  • დააჭირეთ ენების ღილაკს, რომ იხილოთ რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველი პუბლიკაცია. ენები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავში იქნება მოცემული. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ ენა და ასე მოძებნოთ.

  • იმ ენების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. დააჭირეთ ენას და რომ ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია. მას შემდეგ, რაც პუბლიკაცია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ ენას.

 ტექსტის პარამეტრები

ტექსტი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ზომაზე დააყენოთ.

დააჭირეთ ტექსტის პარამეტრების ღილაკს და შეცვალეთ ტექსტის ზომა. ტექსტის ზომის შეცვლა შეგიძლიათ ყველა პუბლიკაციაში.

 სურათის ან ტექსტის ნახვა

ზოგიერთი სტატია შეგიძლიათ იხილოთ სურათის ან ტექსტის სახით. დააჭირეთ შესაბამის ღილაკს, რომ ერთიდან მეორეზე გადახვიდეთ.

  • სურათის ნახვა: სურათის ფორმატი ინფორმაციას ისეთი სახით გიჩვენებთ, როგორც ბეჭდვით გამოცემაშია მოცემული. ზოგმა შეიძლება აირჩიოს ეს ფორმატი ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა სიმღერების წიგნი ნოტებით.

  • ტექსტის ნახვა: ტექსტში შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიური ციტატების ბმულები. თუ დააჭერთ მათ, შეძლებთ წაიკითხოთ ისინი თქვენ მიერ შერჩეული ტექსტის ზომით.

 გახსენი ...

გახსნის ფუნქცია საშუალებას მოგცემთ JW ბიბლიოთეკიდან სხვა აპლიკაციებში გახსნათ სასურველი ინფორმაცია.

დააჭირეთ გახსნას, რომ იხილოთ ჩამონათვალი. მაგალითად, შეგიძლიათ დააჭიროთ ონლაინ ბიბლიოთეკის ღილაკს, რომ თქვენთვის სასურველი გვერდი გაგიხსნათ „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“.

 ბიბლიების შერჩევა

პუბლიკაციის კითხვისას, თუ ბიბლიურ ციტატას დააჭერთ, გაიხსენება მუხლები. დააჭირეთ მუხლების ქვემოთ მოცემულ მორგების ღილაკს, რათა აირჩიოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ბიბლიები და დაამატოთ ჩამონათვალში.

დააჭირეთ დამატების (+) ან წაშლის (-) ღილაკს, რომ დაამატოთ ან წაშალოთ თარგმანები. თითის შეხებით ასწიეთ ან დასწიეთ ისინი, რომ სურვილისამებრ დაალაგოთ ბიბლიის თარგმანები.

იხილეთ „ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიები — iOS“, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ დაამატოთ ბიბლიები JW ბიბლიოთეკაში.

ეს სიახლე 2015 წლის თებერვალში გამოიცა JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსიასთან ერთად, რომელიც iOS 6.0-ისა და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.