ფსალმუნები 109:1—31

  • გაჭირვებულის ლოცვა.

    • „მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი“ (8).

    • ღმერთი გვერდში ამოუდგება საწყალს (31).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი. 109  ჩემო ღმერთო, ჩემგან ქებულო,+ ნუ დადუმდები!  ბოროტები და მზაკვრები ჩემ წინააღმდეგ ლაპარაკობენ; სიცრუეს ამბობენ ჩემზე.+   გარს მერტყმიან და ზიზღით ლაპარაკობენ ჩემზე,უმიზეზოდ მესხმიან თავს.+   სიყვარულზე მტრობით მპასუხობენ,+მაგრამ მე ლოცვას არ ვწყვეტ.   სიკეთეს ბოროტებით მიხდიან+და სიყვარულს — სიძულვილით.+   ბოროტი კაცი დაუყენე მოსამართლედ ჩემს მტერს,მოწინააღმდეგე* დაუდგეს მარჯვნივ.   დამნაშავედ ცნონ სასამართლოზე,ლოცვაც კი ცოდვად ჩაეთვალოს.+   დღემოკლე იყოს იგი+და მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი.+   უმამოდ დარჩნენ მისი შვილებიდა დაქვრივდეს მისი ცოლი. 10  მოხეტიალე მათხოვრებად იქცნენ მისი შვილები,საჭმლის საძებნელად გამოვიდნენ თავიანთი გაპარტახებული საცხოვრებლიდან. 11  მევახშემ ჩაიგდოს ხელში მისი სარჩო-საბადებელი,უცხოებმა დაიტაცონ მისი ქონება. 12  ნურავინ გაუკეთებს მას სიკეთეს*და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს. 13  მოისპოს მისი შთამომავლობა;+მათი ხსენებაც აღარ იყოს მომავალ თაობაში. 14  იეჰოვამ გაუხსენოს მის მამა-პაპას დანაშაული+და ნუ წაიშლება დედამისის ცოდვა. 15  დაე არასოდეს დაივიწყოს იეჰოვამ მათი დანაშაულიდა მოსპოს მათი სახსენებელი დედამიწაზე!+ 16  დაივიწყა სიკეთის* ქმნა+და მოსაკლავად დასდევდა+ ჩაგრულს,საწყალსა და გულმოკლულს.+ 17  უყვარდა წყევლა, ამიტომ მასვე ეწია ის;არ სურდა სხვების დალოცვა და თავადაც კურთხევის გარეშე დარჩა. 18  წყევლით შეიმოსა; წყალივით ჩაიღვარა ის მასში, ზეთივით — მის ძვლებში. 19  სამოსელივით შემოეტმასნოს მას წყევლადა სარტყელივით,+ მუდამ წელზე რომ აქვს შემორტყმული. 20  ასეთი საზღაური მიეზღვება იეჰოვასგან ჩემს მოწინააღმდეგეს+და ჩემზე აუგის მთქმელთ. 21  შენ კი შემეწიე შენი სახელის გულისთვის,+იეჰოვა, უზენაესო უფალო, და დამიხსენი, რადგან უნაკლო* და ურყევია შენი სიყვარული*;+ 22  მე ხომ საწყალი და უმწეო ვარ,+გული მაქვს ჩამკვდარი.+ 23  ჩრდილივით ვარ, რომელიც სადაცაა გაქრება,კალიასავით ვარ მოსროლილი. 24  მარხვისგან მუხლი მეკვეთება,ჩამოვდნი და გავილიე. 25  მტრების დასაცინი გავხდი.+ ჩემ დანახვაზე ზიზღით თავს აქნევენ.+ 26  შემეწიე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო,მიხსენი შენი ურყევი სიყვარულით*. 27  გაიგონ, რომ შენ მოახდინე,შენ მოიმოქმედე ეს, იეჰოვა! 28  მათ მწყევლონ, შენ კი მაკურთხე. შერცხვნენ ისინი, როცა ამიმხედრდებიან,შენმა მსახურმა კი გაიხაროს. 29  დამცირებით შეიმოსონ ჩემი მოწინააღმდეგეებიდა მოსასხამივით მოისხან თავიანთი სირცხვილი.+ 30  გულმხურვალედ შევასხამ ხოტბას იეჰოვას,მრავალი ხალხის თვალწინ განვადიდებ მას,+ 31  რადგან გვერდში ამოუდგება საწყალს,რომ იხსნას იგი ბრალმდებლებისგან.

სქოლიოები

სხვაგვარად — „ბრალმდებელი“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).