ფსალმუნები 65:1—13

  • ღმერთი დედამიწაზე ზრუნავს.

    • ღმერთი ლოცვების მომსმენია (2).

    • „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ“ (4).

    • ღვთის განუზომელი სიკეთე (11).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. 65  ღმერთო, შენი ქება გაისმება სიონში;+შეგისრულებთ აღთქმებს.+   ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყველანაირი ადამიანი.+   ჩემმა შეცდომებმა მშთანთქა,+მაგრამ შენ გვპატიობ ცოდვებს.+   ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებშენს ეზოებში დასამკვიდრებლად.+ ავივსებით იმ კურთხევებით, შენს სახლში რომ არის,+შენს წმინდა ტაძარში.+   შენი სიმართლისამებრ შიშის მომგვრელი საქმეებით+ გვიპასუხებ,ღმერთო, ჩვენო მხსნელო;შენ ხარ დედამიწის კიდეებსა+თუ შორეულ ზღვისპირეთში მცხოვრებთა იმედი.   მტკიცედ დააფუძნე მთები შენი ძალით;ძლიერებით ხარ მოსილი.+   შენ აწყნარებ ბობოქარ ზღვებს,+მგრგვინავ ტალღებსა და მღელვარე ერებს.+   შენი ნამოქმედარის გამო შიში შეიპყრობთ შორეული მხარეების მკვიდრთ;+შენი წყალობით ყველა სიხარულით იყიჟინებს მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე.   ღმერთო, შენ ზრუნავ დედამიწაზე,აძლევ ხვავსა და ბარაქას,+ წყლით ავსებ მდინარეებს,მარცვლეულს აძლევ ადამიანებს;+ასე გაქვს შექმნილი დედამიწა. 10  შენ რწყავ მის კვლებს და ასწორებ მის ხნულებს;შხაპუნა წვიმებით ალბობ მას და აკურთხებ მის ამონაყარს.+ 11  შენი სიკეთით* აგვირგვინებ წელიწადს;ხვავი და ბარაქაა შენს გზასავალზე.+ 12  აბიბინებულა საძოვრები უდაბნოში+და სიხარული გამეფებულა გორებზე.+ 13  ფარებით მოფენილა საძოვრებიდა მარცვლეულით ავსებულა მინდვრები;+ სიხარულით ყიჟინებენ და მღერიან ისინი.+

სქოლიოები